ქართული ოცნების ორგანიზებული აქციის გამო, მასობრივი შატალო იყო საარჩევნო ადმინისტრაციებში - სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რეგიონებში კონკრეტულ მტკიცებულებებს აგროვებენ. არჩევნებამდე სამი დღით ადრე, როცა ცესკოში გადასატან ყუთზე რეგისტრაციის ბოლო ვადა იყო, ოლქების ნაწილში კომისიის წევრებმა შენობა საერთოდ დაკეტეს და თბილისში ოცნების მიტინგზე წამოვიდნენ. ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დარღვევაზე რეაგირებისთვის მტკიცებულებები საკმარისი არ არის.
ოცნების აქციის გამო, საარჩევნო ადმინისტრაციები დაიხურა
28 ოქტ 202120:07
3 წუთის საკითხავი